fbpx

პროექტი სრულად დაფინანსდა საქართველოს ბანკის მიერ

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 40 მლნ ლარს შეადგენს,  საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 35 მლნ. ლარია.  მიმდინარე პროექტი 50 000 კვ.მ – მდე ორ 8 სართულიან და სამ 7  სართულიან, ჯამში 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.